03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
კულტურის მინისტრი პატრიარქთან გეგმავს შეხვედრას

კულტურის მინისტრი მზად არის შეხვდეს ყველა დაინტერესებულ პირს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხზე და თავის ქმედებებზე პასუხისმგელობაც აიღოს.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ეცდება საქმის დეტალები პატრიარქსაც გააცნოს, რომელმაც საბადოზე მიმდინარე პროცესების გამოძიებისა და კონკრეტულ პირთა დასჯის თხოვნით გუშინ ხელისუფლებას მიმართა.

კულტურის მინისტრის თქმით, ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კანონის სრული დაცვით მიიღო.

"უწმინდესის პოზიცია და აზრი ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და მე აუცილებლად ვეცდები, რომ პირადად მოვახსენო მას ამ საკითხის დეტალები. მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა ეს საკითხი კანონის სრული დაცვით და იმ მასალების საფუძველზე რაც მას აქვს, არ გავურბივარ მსჯელობას, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს ის," - აცხადებს მინისტრი.

გადაწყვეტილებების კანონიერებაზე მიუთითებს ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიც. ნიკოლოზ ანთიძე ასევე გამორიცხავს საბადოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობას.

"როდესაც ახალ ინვესტიციებზეცა საუბარი, კერძო ინვესტიციებზე, სამშენებლო საქმიანობაზე ძალიან ხშირად გვიწევს უკვე შესწავლილი არქეოლოგიური ობიექტის აღებაზე თანხმობის გაცემა. რაც შეეხება სამართლებრივ ჭრილში გადაჭრას, ჩვენ მზად ვართ სამართლებრივი დავისთვის," - განმარტა ნიკოლოზ ანთიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები