03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
"მთავრობა არაადეკვატურია თავის ქმედებებში," - ზურაბ აბაშიძე

„თავისუფალი დემოკრატები“ საყდრისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ემსგავსება. ზურაბ აბაშიძის თქმით, მთავრობას საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს.

„ეს არის მიუღებელი. ერთა საქმე, ბიზნესი და მეორე - კულტურული ღირებულებები, სამწუხაროდ, დღევანდელმა მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის ქმედებებში, ის ძალადობა, რომელიც ხდება, არის დამახასიათებელი ნაციონალური მოძრაობისთვის. ამიტომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ და მთავრობამ ამაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული პასუხები უნდა გასცენ,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები