03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
"მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს," - სერგო რატიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პარტიის წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, რომ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში კლანური ინტერესები იკვეთება.

„მთავრობა ვერ რეაგირებს საზოგადოებისათვის საჭირბოროტო ვერც ერთ პრობლემაზე - ანექსიაზე და კურსის ცვალებადობაზე, სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად რეაგირებს კლანის ინტერესზე. ვფიქრობ, რომ ეს არის არა რომელიმე კონკრეტული მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ ვფიქრობ, რომ მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,“ - ამბობს სერგო რატიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები