03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დანაშაულმა 16,43%-ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე 2014 წლის ნოემბრის და 11 თვის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში დანაშაული შემცირებულია 15-16 პროცენტით.

სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის ნოემბერში რეგისტრირებულ იქნა 2232 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1473. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,99%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა - 15,1 %.

ხოლო 2014 წლის იანვარ-ნოემბერში აღირიცხა 24368 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 16104. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66,09%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა - 16,43 %.

დღის ამბები