03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
ხანძარი თბილისში - დაშავდა ორი მოქალაქე

ხანძარი თბილისში. ინციდენტი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან მცენარეებს გაუჩნდათ, ხანძრის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე. 

ხანძრის დროს არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურს გადადებოდა, თუმცა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დროული რეაგირება მოახდინეს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ორივე დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები