03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
"სკოლას, სადაც მასწავლებელი დაჭრეს, არც დარაჯი ჰყავს და არც მანდატური"

სამტრედიის სოფელ მელაურის საჯარო სკოლას, სადაც დღეს მასწავლებელი დაჭრეს, არც დარაჯი ჰყავს და არც მანდატურები. ამის შესახებ განათლების პროფკავშირის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

მისი თქმით, უსაფრთხო სკოლის ფუნქცია სრულად მოშლილია, მინისტრმა სანიკიძემ კი ეს პროგრამა გაანადგურა.

"მელაურის სკოლში არც დარაჯია და არც მანდატური, მაინტერესებს, რატომ? ფული არ აქვს სახელმწიფოს? თუ ასეა, მაშინ მაინტერესებს, რა უღირს სახელმწიფოს ამ ადამიანების სიცოცხლე?“- ეს განცხადება  აკაკი ხუსკივაძემ გააკეთა. 

ინფორმაციის გადამოწმება „კურიერმა" განათლების სამინისტროში სცადა, თუმცა სამინისტროში ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

კვლავ უცნობია, ვინ არის პასუხისმგებელი მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები