03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
„ნიჭიერში” დღეს ამალია ჯიბლაძე იმღერებს

ყველაზე სახალხო შოუ დღეს კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. დღევანდელ „ნიჭიერში“ რომელიც 22:00 საათზე „რუსთავი2-ის” ეთერში დაიწყება, ამალია ჯიბლაძე იმღერებს.

თუ რას იმღერებს ამჯერად „ნიჭიერის” აღმოჩენა, ეს ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება. გადაცემაში ასევე იხილავთ ”ადამიან-ბუქსირს” ნორიკ იაჟიანი.

დღესვე „ნიჭიერში” მაყურებლის წინაშე წარდგება სმენადაქვეითებულთა ანსამბლი „ლილე“, რომელმაც პირველ გამოსვლაში შეძლო, როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის გაოცება დადგმული წარმოდგენით.

დღესვე ”ნიჭიერში” აშშ-დან ჩამოსულ სუზან სარკს იხილავთ, რას გახეთქავს სუზანი ამჯერად ძლიერი მკერდით, ამას მაყურებელი 22:00-ზე პირდაპირ ეთერში იხილავს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები