03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
საყდრისის შესახებ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება

არასამთავრობო სექტორმა ის დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომლის თანახმადაც საყდრისში სამუშაოები განახლდა. არ არის გამორიცხული კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამრთლოში გასაჩივრდეს.

სამინსიტროს წინ დღეს ისევ ხმაური იყო. საყრდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები უწყებასთან სასტვენებით მივიდნენ. ისინი მინისტრის და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც უწყებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვეს.

საყდრისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ პოლიტიკოსებიც. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ რომ კომპანია „არემჯი გოლდის“ უკან ყოფილი პრემიერის და მისი ნათესავის უჩა მამაცაშვილის ფინანსური ინტერესები დგას. მმართველი გუნდის წევრები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ, თუმცა საყდრისის თემის განხილვას პარლამენტში მაინც გეგმავენ.

საკითხის შესწავლაში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. უჩა ნანუაშვილი მთავრობას სპეციალური კომისიის შექმნას ურჩევს.

დავა კერძო კომპანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საყდრისი ყაჩაღიანის გარშემო 2014 წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს. ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებული განცხადებით, მათი სპეციალისტების საკითხის შესწავლაში ჩართულები არ ყოფილან და მიღებული გადაწყვეტილება გადასახედია.

დღის ამბები