03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლებისა და კულტურის მინისტრის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლებისა და კულტურის მინისტრის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კულტურის სამინისტროს წინ მიმდინარე აქციის წარმომადგენლებს მიხეილ გიორგაძე პირისპირ რამდენიმე საათს ხვდებოდა და მათგან მოთხოვნებს პირადად ისმენდა.

"შეხვედრა შეხვედრისთვის," - ასე შეაფასეს შეხვედრა მინისტრის კაბინეტიდან გამოსულმა აქციის წევრებმა. მათი განცხადებით, მინისტრმა ვერ წარმოადგინა ის დოკუმენტაცია, რომლის საფძველზეც განახლდა საყდრისში სამუშაოები.

მიხეილ გიორგაძემ შესაბამისი დოკუმენტის ადრესატად ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო დაასახელა და აქციის წევრებს დაჰპირდა, რომ ამ სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთაძეს ხვალ შეახვედრებს.

ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები ხვალ, საღამოს 6 საათისთვის აპირებენ მისვლას და ანალოგიური აქციის გამართვას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შეხვდება ნიკოლოზ ანთიძე აქციის წევრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები