03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ნიცშეს თეორიებს არ ეთანხმება

ჟურნალისტი ოლგა ბაბლუანი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს. ინტერვიუს სრული ვერსია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვირას, 22 საათზე გადაცემაში „მშვიდობით, იარაღო“ გავა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” ატვირთული ერთწუთიანი ვიდეოდან ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების ფსიქოტიპებს აღწერს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ის ეცნობა ნიცშეს შემოქმედების სრულ კრიტიკას, რადგან ის თავად მუშაობს ნაშრომზე, რომელშიც ნიცშეს თეორიებს შეეწინააღმდეგება.

„ახლა ნიცშეს ვკითხულობ, ნიცშეს კრიტიკას, მთლიანად მის მოღვაწეობას. მას ადამიანზე აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები, მე დაწერას ვაპირებ და არ მინდა ზედმეტად რამე გადამცდეს,” - პასუხობს ყოფილი პრემიერი ჟურნალისტის კითხვას.

დღის ამბები