03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
„ირმა ინაშვილის ბრალია, რაც საყდრისში მოხდა,” - ირაკლი მამალაძე

„ირმა ინაშვილის ბრალია, რაც საყდრისში მოხდა,” - ეს განცხადება ირაკლი მამალაძემ გააკეთა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა ამის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთეს.

ირაკლი მამალძის მტკიცებით, ვითარებას საყდრისში იმ დღეს, როცა აფეთქებები დაიწყო, სწორედ ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები აკონტროლებდნენ.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები ირმა ინაშვილს და მის მოძრაობას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ.

„თუ არ არის გარიგებული ხელისუფლებასთან, მაშინ შეასრულოს სიტყვა და გამოათრიოს კაბინეტიდან კულტურის მინისტრი,” - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები