03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
თბილისის ქუჩებს ცნობილი ქალბატონების სახელები დაერქმევა

XIX-XX საუკუნეების გამოჩენილი ქართველი ქალების სახელები თბილისის ქუჩებს დაერქმევა.

საკრებულოსა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფონდმა უკვე ჩაატარა სამუშაოები, მოიძია მასალები გამოჩენილ ქალბატონებზე და ახლა უკვე გადაწყვეტენ, რომელ ქუჩას ვისი სახელი ეწოდოს.

უკვე გადაწყდა, რომ ქალბატონების სახელები ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში დაერქმევა და ეს პროცესი დღესასწაულებზე გადანაწილდება.

პირველი ცერემონია 8 მარტს იგეგმება.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, ლია ჯახველაძე, აცხადებს, რომ "ეს ქალბატონები მაგალითია მომავალი თაობებისთვის და თანამდეროვე მოქალაქეებისთვის". 

დღის ამბები