03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

დღეს ხანუქას აღნიშნავენ. თბილისში პირველი სანთელი პრემიერ-მინისტრმა აანთო. ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებას დედაქალაქის მერიც ესწრებოდა.

პრემიერმა მისალოც სიტყვაში ხაზი გაუსვა ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობას და თქვა, რომ ქვეყნის დამოკიდებულება შენარჩუნებული იქნება.

"ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას და გაძლევთ პირობას, რომ გვექნება განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი ებრაელი ძმების მიმართ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები