03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
“ჩვენ მივიღეთ განადგურებული ძეგლი და აღშფოთებული საზოგადოება,” - გია ცაგარეიშვილი

“ჩვენ მივიღეთ განადგურებული ძეგლი და აღშფოთებული საზოგადოება,” - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი საყდრისში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, დასაქმებულისა და დამსაქმებელის ინტერესები წინა პლანზე წამოწევის აუცილებლობა არსებობდა. თუმცა ასევე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ძეგლთა დამცველების ინტერესებიც.

ამავე პარტიის წევრი ირაკლი ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა საყდრისში სამუშაოების განახლება, ვანდალურია.

„მახსენდება, როცა სააკაშვილმა სტალინის ძეგლი მოიპარა გორის მოედნიდან. მიპარვით ამის გაკეთება მიუღებელია. კულტურის სამინისტრო დაგვპირდა, რომ იქნება გახსნილი, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია,” - აღნიშნა ჩიქოვანმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები