03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
თბილისში მოძრაობა კვლავ გადატვირთულია

თბილისში გზებზე მოძრაობა კვლავ გადატვირთულია. არსებული ინფორმაცით, მოძრაობა შეფერხებულია საბურთალოს რაიონში. კერძოდ, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და ბახტრიონის ქუჩებზე. საცობია საბურთალოს ქუჩაზე და გმირთა მოედანზეც.

112-ის ინფორმაციით, შეზღუდვებია მარჯანიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის ხიდზე და თბილისის ზღვაზე.

შეფერხებით ხდება გადაადგილება აღმაშენებლის ქუჩაზეც.

როგორც "რუსთავი2-ს" 112-ში განუცხადეს, ყველა პრობლემურ უბანზე გაგზავნილია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ისინი ადგილზე ცდილობენ ვითარების განმუხტვას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები