03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
სისხლიანი ტერაქტი პეშავარის სამხედრო სკოლაში

ყველაზე მძიმე 9 საათი პაკისტანის უახლეს ისტორიაში. თალიბანის სასტიკ შურისძიებას 135 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან უმეტესობა ბავშვები არიან.

ტერორისტებმა სამხედროს სკოლაში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. შენობაში შესვლიდან რამდენიმე წუთში ერთ–ერთმა მებრძოლა თავი აიფეთქა, რასაც ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა. დაჭრილთა რიცხვი 200-ს აღწევს.

საბოლოოდ პაკისტანის სპეცრაზმმა სასწავლებლის აღება მოახერხა და ექვსივე ტერორისტი მოკლა.

პეშავარის სამხედრო სკოლას ამ დროისთვის მთლიანად სპეცრაზმი აკონტროლებს.

თალიბების თავდასხმის ობიექტი სამხედრო მოსამსახურეების შვილები აღმოჩნდნენ. ეს იყო პასუხი იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც პაკისტანის არმია ქვეყნის ჩრდილოეთში უკვე რამდენიმე თვეა, ატარებს და, სადაც ასობით თალიბი იქნა განადგურებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები