03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
საყდრისის დაცვა ხმაურიანი დაპირისპირების ფონზე და უშედეგო მოთხოვნები საზოგადოების მხრიდან

საყდრისის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ყოველდღიურად უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებასა და კომპანია "არ-ემ-ჯი გოლდს" სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაში ადანაშაულებს.

საბადოზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ ეროვნული მუზეუმის ექსპერტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ იმ დასკვნის მომზადებაში, რომლის საფუძველზეც საყდრისში სამუშაოები განახლდა, მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.

საყდრისის გადასარჩენად მოწყობილი აქციები კი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

დღეს ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კულტურის სამინისტროსა და "არ-ემ-ჯი გოლდთან" სამართლებრივი დავის გარდა, შიდა დავა მიმდინარეობს საყდრისის დასაცავად გაერთიანებულ ადამიანებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

ამავე თემაზე
დღის ამბები