03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
საყდრისის საკითხზე განმარტებები, შესაძლოა, კულტურის მინისტრმა პარლამენტში გააკეთოს

საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შესაძლოა, პარლამენტში მისვლა კულტურის მინისტრს მოუწიოს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ საყდრისში სამუშაოების განახლებისა და შექმნილი მდგომარეობის გამო რამდენიმე მინისტრი უნდა გადადგეს. 

ამ ფაქტს უმრავლესობაშიც აღიარებენ, სადაც უკვე დაიწყო კონსულტაციები სამუშაო კომისიის შექმნაზე.

სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს სახალხო დამცველიც. თუმცა, მის შეთავაზებას ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია.

ამ დრომდე უცნობი რჩება, მივა თუ არა კულტურის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები