03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
რამდენად დაცულია უსაფრთხოება სასწავლო დაწესებულებებში?

რეგიონებში სოფლის სკოლებში თავს დაუცველად გრძნობენ. სოფლის სკოლების უმეტესობაში მანდატურები არ არიან. უსაფრთხოების საკითხები თბილისში უფრო მოგვარებულია, სადაც სკოლის კარი გაკვეთილების დაწყებისთანავე იკეტება და უცხო პირს არ უშვებენ.

სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების არსებული სისტემა დამაკმაყოფილებელია განათლების სამინისტროსთვის. უწყებაში ამბობენ, რომ მანდატურის სამსახურის არსებობა სწორედ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ნაწილია. თუმცა, სამინისტროში ადასტურებენ, რომ სოფლის სკოლებში დიდ ნაწილს მანდატურები არ ჰყავს.

სწორედ დაცვის არარსებობის გამო მოხდა გუშინ სამტრედიის სკოლაში ინციდენტი, როდესაც შეიარაღებულმა პირმა გაკვეთილზე მასწავლებლის დაყაჩაღება სცადა.

ამ დროისთვის სკოლებში უსაფრთხოების დაცვის ყველაზე რეალური მეთოდი ე.წ. ”ჩაკეტილი კარი” რჩება. თუმცა, სოფლის სკოლებში, ხშირ შემთხვევაში, დაცვის განსხვავებულ გზებს მიმართავენ, რაც პრობლემას ვერ აგვარებს. 

დღის ამბები