03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
დაპირისპირება „არჩევანში"

„კულტურის მინისტრი არის სისხლის სამართლის დამნაშავე,“ - ეს განცხადება „არჩევანის“  ეთერში ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ გიორგაძესთან ერთად დამნაშავეა ყველა ის პირი, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ადამიანები ციხეში მოხვდნენ და დაისაჯონ. 

მიქიაშვილის თქმით, მათ დაანგრიეს მსოფლიოში უძველესი მაღარო.

მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომლის მიხედვითაც ეს ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჟურნალისტი მათ წინააღმდეგ სარჩელი შეტანას ხვალ აპირებს. 

„მე ზუსტად ვიცი კანონი და არ ვაპირებ დავარღვიო ის,“ - ასე უპასუხა ნინო მიქიაშვილს არჩილ კბილაშვილმა.

„არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენელი და ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც დღემდე ბიძინა ივანიშვილთან დღემდე ყველაზე  დაახლოვებულ პირად ითვლება, აცხადებს, რომ კომპანიას კანონი არ დაურღვევია და არც აპირებს.

არჩილ კბილაშვილი ფიქრობს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები კანონიერია.

„ბატონო არჩილ, ადეიშვილმა და სააკაშვილმაც იცოდნენ კანონი კარგად. ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლეა, რასაც საუბრობთ,“ - ასე უპასუხა არჩილ კბილაშვილს ნინო მიქიაშვილმა. 

დღის ამბები