03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
პროკურატურამ საყდრისზე გამოძიება დაიწყო - კახა კოჟორიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე, მიიჩნევს, რომ "დანაშაულის ნიშნები მიმდინარე პროცესებში იკვეთება და მიმდინარე საქმეში ჩანს ხელისუფლებისა და "არ-ემ-ჯი გოლდის" შეთანხმებული მოქმედება".

კოჟორიძის თქმით, დანაშაული ჯერ კიდევ იკვეთებოდა მიმდინარე წლის იანვარში, როდესაც არქეოლოგიურ ობიექტზე ნებართვის გარეშე კომპანიამ საქმიანობა დაიწყო.

"ასეთი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული. იანვარშივე დაიწყეს ნგრევითი სამუშაოები. პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი და გუშინ მივიღეთ პასუხი, რომ, თურმე, იანვრის საჩივარზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ პროკურატურას არ უწერია, რა საგამოძიებო პროცესები ჩაატარა. ასე დაწყებული გამოძიება ბევრი მინახავს, რომელსაც შემდეგ თაროზე შემოდებენ ხოლმე," - აცხადებს კოჟორიძე და პროკურატურისგან ადეკვატურ ნაბიჯებს ითხოვს.

საია-ის თავმჯდომარის შეფასებით, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე აუცილებელია დაიწყოს დამატებითი გამოძიება.

 

დღის ამბები