03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
კულტურის სამინისტრო მის მოქმედებებს საყდრისთან დაკავშირებით კანონიერად მიიჩნევს

კულტურის სამინისტროს მიაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება კანონის ყველა ნორმის დაცვით განხორციელდა.

გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას, კითხვაზე, თუ რატომ არ დაელოდა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, უპასუხა, რომ სამინისტროს სრული უფლება ჰქონდა, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე ემოქმედა.

მისივე თქმით, საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება არ ყოფილა დაჩქარებული წესით მიღებული და ამაზე საუბარი უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, სამინისტრომ გადაწყვეტილება იმ კვლევებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით ჩატარდა.  

დღის ამბები