03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
"თქვენ ხართ მხარე!" - არასამთავრობოები კულტურის სამინისტროს აკრიტიკებენ

"თქვენ ხართ მხარე!" - ამ სიტყვებით მიმართა ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს.

საყდრისის საკითხთან დაკავშირებით დღეს გადაცემა "არჩევანში" ნიკოლოზ ანთიძემ საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა მოიტანა არგუმენტად. კლაუდიო მარგოტინი საკითხის შესასწავლად სააგენტოს მიერ იქნა მოწვეული. თუმცა, მის ობიექტურობაში სოფო კილასონიას ეჭვი ეპარება. 

სოფო კილასონიას განცხადებით, ექსპერტი, რომელსაც კონტრაქტი აქვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან და პროექტში 600 ათას იღებს, ობიექტური ვერ იქნება.

ამ არგუმენტს არ იზიარებს ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც კამათის დროს აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსებული ექსპერტი არის დამოუკიდებელი ექსპერტი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გადაცემა "არჩევანში" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, ნიკოლოზ ანთიძე, მხარედ დაასახელეს და მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებსაც უსაფუძვლო უწოდეს.

 

დღის ამბები