03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
„RMG გოლდმა" რეგიონს მოუსპო გრძელვადიანი განვითარების გეგმა,“ - სოფო კილასონია

„RMG - გოლდმა" და კულტურის სამინისტრომ რეგიონს  გრძელვადიანი განვითარების გეგმა მოუსპო,“ - ეს განცხადება სოფო კილასონიამ  თოქშოუ „არჩევანში“ გააკეთა.

კილასონია ფიქრობს, რომ რეგიონში შესაძლებელი იყო ისტორიულ მაღაროსთან მუზეუმის, ასევე არქეოლოგიური ცენტრის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც რეგიონს და ადგილობრივ მოსახლეობას უფრო გრძელვადიან და სტაბილური შემოსავლის წყაროს მისცემდა.

„რაც მოხდა ცუდია რეგიონისთვის, ადგილობრივებისთვის. მათ განვითარების გეგმა სამინისტრომ და კომპანიამ მოუსპეს ისე, რომ ისინი თავად არ შეწინააღმდეგებიან ამ პროცესს. მათ ახლა აქვთ 800 ლარი ხელფასი  და მომავალში, როცა რესურსი ამოიწურება, ისინი შემოსავლის გარეშე დარჩებიან. საყდრისის მაღარო იძლეოდა რეგიონის გრძელვადიანი განვითარების საშუალებას და სტაბილურ დასაქმებას. იყო დაგეგმილი მუზეუმის აშენება. ასევე გერმანელები არქეოლოგიური ცენტრის მშენებლობას გეგმავდენენ,“- აცხადებს სოფო კილასონია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები