03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი არჩილ კბილაშვილს განმარტებებს სთხოვს

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, გოდერძი ნარიმანიშვილი, "არ-ემ-ჯი გოლდის" სამართლებრივი მრჩევლისგან, არჩილ კბილაშვილისგან, განმარტებებს ითხოვს.

მისი თქმით, კბილაშვილი საყდრისთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

როგორც ნარიმანიშვილი აღნიშნავს, კბილაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სააგენტომ ნებართვა არქეოლოგიური ობიექტის დაშლაზე გასცა, დღეს კი  ის ამბობს, რომ ნებართვა სამთო სამუშაოებზეა გაცემული.

კბილაშვილმა კი განმარტა, რომ სამუშაოების წარმოებამდე კომპანია "არ-მე-ჯიმ" ობიექტის დაშლის თანხმობა მიიღო და ეს შეასრულა, რასაც სამუშაოების დაწყება მოჰყვა. მან სამართლებრივად განმარტა, როგორ არის დაშლის პროცედურა კანონში გაწერილი და აღნიშნა, რომ არქეოლოგიური ობიექტის დაშლისას არ არის აუცილებელი ამ პროცესს გეოლოგები ან არქეოლოგები ესწრებოდნენ. მისივე თქმით, კანონის თანახმად  ეს პროცესი სამინისტროსთან შეთანხმებით ტარდება.

გარდა ამისა, როგორც კბილაშვილი აცხადებს, არქეოლოგიური ობიექტის დაშლის წინაპირობა კანონით შეიძლება გახდეს მისთვის ძეგლის სტატუსის არარსებობა ან მისი სრულად შესწავლა. რაც შეეხება ფორმებს, "არ-ემ-ჯი გოლდის" სამართლებრივი მრჩევლის თქმით, ობიექტის დასაშლელად შესაძლოა, გამოყენებული იყოს ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ავტოტექნიკა და აფეთქება. 

დღის ამბები