03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
"სახელმწიფო ასეთ მგომარეობაში არ უნდა აყენებდეს მოქალაქეებს," - სოფო კილასონია

"არ-ემ-ჯი გოლდის" წარმომადგენელი მათ მიერ წარმოებული სამუშაოების მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, რომ ჩავიდნენ საყდრისში და ადგილობრივ მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ისინი შეძლებენ გიდებად მუშაობას.

„არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ხელოვნებათმცოდნემ, სოფო კილასონიამ, პასუხად ობიექტზე მომუშავე ერთ-ერთი მუშის სიტყვები მოუყვანა: „ერთ-ერთმა მუშამ გვითხრა, მე ვიცი, მალე მოვკვდები, მაგრამ დღეს ჩემს ოჯახს სჭირდება ეს ხელფასიო". 

კილასონიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ასეთ მგომარეობაში არ უნდა აყენებდეს მოქალაქეებს.

მისივე თქმით, "არ-ემ-ჯიმ" და სხვა კომპანიებმა, შეიძლება, მომავალში უარესები გააკეთონ. 

დღის ამბები