03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
"წინაპრებმა გათვალეს, რომ ოდესმე საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა ყაჩაღი," - შალვა ნათელაშვილი

„ბიძინა ივანიშვილმა საქართველო გადაიფორმა თავის ბიზნესკომპანიად, თავის ოჯახზე, თავის მეგობრებზე,“ - ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ საყდრისში „ყაჩაღიანს  შემთხვევით არ დაერქვა ეს სახელი, რადგან წინაპრებმა გათვალეს, რომ ოდესმე საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა ყაჩაღი, მილიარდერი, ოლიგარქი, გაუმაძღარი,  აუვსებელის საწყაული, რომელსაც არ დააკმაყოფილებდა ოფშორებში გატანილი სიმდიდრე და ამასაც მიაყოლებდა.“

ლეობორისტული პარტიის ლიდერმა ასევე განმარტა, რომ „გადაცემა“ არჩევანში საყდრისის დამცველებმა სათანადო არგუმენტები ვერ წარმოადგინეს. 

დღის ამბები