03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
"ჩვენ გავანადგურეთ მითი, რომ 3 ათასი წლის წინ, ჩ.წ.აღ-მდე საქართველოს სახელმწიფო აწარმოებდა ოქროს,“ - ნიკა რურუა

„აქ უბრალოდ ოქროს მოპოვებაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ გავანადგურეთ მითი, რომ 3 ათასი წლის უკან ჩ.წ.აღ-მდე საქართველოს ჰქონდა  სახელმწიფო, რომელიც აწარმოებდა ოქროს,“ - ასე აფასებს ყოფილი კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა, საყდრისზე მიმდინარე სამუშაოებს.

მან განმარტა, რომ ოქროს წარმოება ნიშნავს სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუციის არსებობას და ნებისმიერი ერი ამ ამბავს წარმატებულად გაყიდიდა.

„ეს დღეს განადგურებულია.  ეს ამტკიცებდა იმ მითოლოგიას, რომ ეს იყო ოქროს საწმისის ქვეყანა და ეს დღეს განადგურებულია,“ - განაცხადა რურუამ და აღნიშნა, რომ საყდრისის არსებობით მტკიცდებოდა, რომ საქართველო იმ პერიოდში მაღალგანვითარებული სახელმწიფო იყო. 

მან ასევე აღნიშნა, რომ  კულტურის სამინისტრომ ერთადერთი მიზნით მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ეს მიზანი იყო, მოესპოთ ყოველგვარი შემდეგი კვლევის საშუალება. 

დღის ამბები