03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის სახლი გაქურდეს

აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოროტმოქმედებმა სახლიდან ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს. მერაბიშვილების სახლში მძარცველებმა გვერდით მდებარე სახლიდან შეაღწიეს. ფაქტს უკვე ადასტურებს ყოფილი პრემიერის ადვოკატი, თუმცა სტეფანე თუმანიშვილს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
ადგილზე მუშაობს „რუსთავი 2-ის” გადამღები ჯგუფი და დეტალებს გაიგებთ „დილის კურიერში“.

დღის ამბები