03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართავენ

დღეს საყრდისის გადარჩენის კომიტეტეის წევრები აქციას გამართავენ საზოგადოებრივ მაუწყებელეთან. ისინი საღამოს 6 საათისთვის აპირებენ შეკრებას, როდესაც იქ მისვლას აპირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცველელია. ისინი კვლავ ითხოვენ საბადოზე სამუშაოების შეჩერებას და ყველა იმ პირის დასჯას და თანამდებობიდან გადაყენებას, რომელთაც ძეგლს სტატუსი შეუცვალეს და რის საფუძველზეც კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდს” მიეცა მასშტაბური სამუშაოების წარმოების უფლება.

ამ მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია 16 დეკემბერს, გვიან საღამოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთანაც გამართეს. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები არ აპირებენ აქციების შეწყვეტას, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

ამავე თემაზე
დღის ამბები