03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
კიდევ ერთი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ქმარმა მეუღლე დანით მოკლა. მკვლელობა წუხელ, გვიან ღამით ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

56 წლის მამაკაცმა 36 წლის მეუღლეს ჭრილობა დანით გულმკერდის არეში მიაყენა. ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში კი მამაკაცმა თავის მოკვლის მიზნით სხეულზე დაზიანებები მიიყენა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა.  

დამნაშავეს ბრალი განზარახ მკვლელობის მუხლით უკვე წარუდგინეს რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცოლ-ქმარს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა. 

დღის ამბები