03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
პრემიერი ღარიბაშვილი პაკისტანის მთავრობის მეთაურს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პაკისტანის მთვრობის მეთაურს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ პეშავარის სამხედრო საჯარო სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის 132 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში ჩვენ პაკისტანელი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების ტკივილსა და დიდ მწუხარებას,” - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ამავე თემაზე
დღის ამბები