03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
ღვიძლის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია საქართველოში

პირველად საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. 20-საათიანი პროცედურა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მიმდინარეობდა.

27 წლის ბათუმელმა მამაკაცმა საკუთარი ღვიძლის ნაწილი ციროზით დაავადებულ 32 წლის დას მისცა. დონორისა და რეციპიენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ისინი უკვე მოხსნილები არინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან და და-ძმას ერთმანეთთან პირველი გასაუბრების საშუალებაც მიეცათ.

ტრანსპლანტაციის ოპერაცია ქართველმა მედიკოსებმა ინდოეთის წამყვან ქირურგთან ერთად ჩაატარეს.

დღის ამბები