03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
IDFI-ის ხელმძღვანელის გადადგომის მიზეზები

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა.

გიორგი კლდიაშვილის გადადგომას წინ უძღვოდა გუშინ მისი დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით.  სამართალდამცავებმა ის მაშინ აიყვანეს, როდესაც კლდიაშვილს საკუთარი იარაღი, რომელზეც ნებართვაც ჰქონდა, ხელოსნიდან სახლში მიჰქონდა დაშლილ მდგომარეობაში.

IDFI-ის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ 2-დღიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, მომხდარზე გამოძიება გრძელდება და შემდეგი პროცესი 17 იანვარს არის  ჩანიშნული.

გამოძიების დასრულებამდე კლდიაშვილმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა.

IDFI მათი ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებას უკანონო ფაქტს უწოდებს და რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კლდიაშვილის დაკავება მისი დაშინების და მასზე ზემოქმედების მიზნით მოხდა. როგორც ცნობილია, ის კამპანია "ეს შენ გეხებას" აქტიური წევრია და IDFI-ში აცხადებენ, რომ დაკითხვის დროს ამაზე მინიშნებები გაკეთდა. კომპანიის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ბოლო პერიოდში IDFI-მ გამოაქვეყნა რამდენიმე კრიტიკული სტატია საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების შესახებ.

„ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა თავად გიორგი კლდიაშვილის ქმედება მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს, საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი 2 დღის ვადით დაკავება წარმოადგენს მიზანმიმართულ სადამსჯელო ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრისა და ინსტიტუტის დირექტორის წინააღმდეგ," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები