03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
IDFI გიორგი კლდიაშვილის დაკავების მიზეზებს განმარტავს

IDFI-ს ხელმძრვანელის დაკავებას კომპანიის თანამშრომლები მათ საქმიანობას უკავშირებენ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი, აცხადებს, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობდა და ეს ფაქტი ორგანიზაციის საქმიანობაზე ზეწოლის მცდელობაა.

მისივე თქმით, IDFI აქტიურად მუშაობს და აქვეყნებს ბევრ კრიტიკულ სტატიებს, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებზე, რაც, მათი მოსაზრებით, სავარაუდოდ, გიორგი კლდიაშვილის დაკავების მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, რომ კლდიაშვილი 48 საათიანი პატიმრობის შემდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გამოძიება გრძელდება და შემდეგი პროცესი 17 იანვარს ჩაინიშნა. გამოძიების დასრულებამდე კლდიაშვილმა IDFI-ს ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები