03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
საია-ს კითხვები პროკურატურას საყდრისზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით

რა გახდა საყრიდისის საბადოზე მასშტაბური სამუშაოების განახლების მიზეზი, ამ საკითხთან დაკავშირებით 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანენები, მოთხოვნის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გადაეცა. საიამ მათი შესწავლა უკვე დაიწყო.

პარალელურად, დღეს უნდა გაიმართოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა. პროცესი 15:30 საქალაქო სასამართლოში უნდა დაიწყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, სულხან სალაძის, განცხადებით, პროკურატურის მიერ გადაცემულ დოკუმენტებში არ იკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და არც გამოძიების დაწყების თარიღია მითითებული.

"რა დოკუმენტებიც ჩვენ  ვნახეთ, არსად არ არის საუბარი მსხვილმასშტაბიან სამუშაოებზე, საუბარია მხოლოდ არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღებაზე და ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ საყდრისი-ყაჩაღიანში კომპანიის მიერ წარმოებული მსხვილმასშტაბიანი წარმოება არსებითად არღვევს კანონის მოთხოვნებს. პროკურატურამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დაწყებული აქვს გამოძიება, თუმცა არ არის გამოკვეთილი კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და, თუ როდის დაიწყო გამოძიება,“ - განმარტავს სულხან სალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები