03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
საყდრისის გადარჩენის კომიტეტი მასშტაბურ აქციებს გეგმავს

საყდრისში დღეს მეცნიერები ჩადიან. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებთან ერთად ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები ობიექტს დაათვალიერებენ, რათა დაადგინონ, არის თუ არა კიდევ ძეგლის გადარჩენის შანსი.

დღესვე საყდრისის დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები სამომომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრებენ. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ საბადოზე მიმდინარე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ისინი მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ.

"ბრძოლა გრძელდება საყდრისისთვის. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის მოემზადონ, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება," - განაცხადა "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" თავმჯდომარემ, ირაკლი მამალაძემ.

ძეგლის ნგრევას დღეს ქართველი ემიგრანტები ლონდონშიც გააპროტესტებენ. აქცია საქართველოს დიპლომატიურ უწყებასთან გაიმართება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები