რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით პლენუმის ძველ შემადგენლობას გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა გააკეთა.
ფაფიაშვილი არ საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვერ მოხდა გადაწყვეტილების გამოცხადება.
რაც შეეხება სახვა გახმაურებულ საქმეებს და ბრალდებებს იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებების გამოცხადების გაჭიანურება მოსამართლეების მხრიდან ხელოვნურად მოხდა, ფაფიაშვილი ამბობს, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. მოსამართლის თქმით, ვადები ახალ მოსამართლეებზეა დამოკიდებული.
„ის ვითარება, როდესაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე რიგდება პროექტი, მათ შორის კაბელების და უგულავას საქმეზე, ვფიქრობ აქ ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი ზედმეტია. სასამართლოს ერთი დღე ვერანაირად ვერ ეყოფა გადაწყვეტილებაზე შესათანხმებლად.
"რაც შეეხება რუსთავი 2-ის საქმეს, ჩვენ მზად ვართ უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება იქნეს გამოცხადებული. ეს უკვე დამოკიდებულია ახალ მოსამართლეებზე, რამდენი ხანი დასჭირდებათ მათ გაცნობისთვის, მაგრამ დღეს ჩვენ გვქონდა ნამდვილად საკმარისი ვადა იმისათვის, რომ შეგვესწავლა ეს საქმე დეტალურად. შესაბამისად როგორც იქნება ამის მზაობა, ახლა ჩვენ მათ უდნა ვუცადოთ,“-განაცხადა ფაფიაშვილმა.