03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
„შეაჩერეთ საყდრისის ნგრევა,“ - მოქალაქეები მთავრობას 24 საათიან ვადას აძლევენ

„შეაჩერეთ საყდრისის ნგრევა,“ - ასე მიმართეს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. კომიტეტის წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები მთავრობას და პრემიერმინისტრს 24 საათიან ვადას აძლევენ საყდრისში ნგრევის შეჩერებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრებიან. ისინი აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები