03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
პეტიციას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლებს გააცნობენ

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ პეტიციას განიხილავს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დოკუმენტი 6-პუნქტიან რეკომენდაციებს მოიცავს, რომელმაც, მათი მოლოდინით, ხელი უნდა შეუწყოს ამ პრობლემის მოგვარებას.

პეტიციას ამჟამად ხელს აწერს 6 ათას ხუთასზე მეტი ადამიანი. სამოქალაქო სექტორი ასევე მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს უფრო აქტიურად ჩაერთოს ქალთა ძალადობის პრობლემის მოგვარების პროცესში და დაიხვეწოს შესაბამისი კანონმდებლობა.

”ქალზე ძალადობა არის ძალიან მწვავე პრობლემა საქართველოში და ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სისტემური ცვლილებების განხორციელება. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი რეკომენდაციები. გენდერული თანასწორობისთვის უნდა იბრძოდეს ჩვენი სახელმწიფო. პირველ რიგში, ეს განათლების სისტემით უნდა ხორციელდებოდეს, ხოლო შემდეგ უკვე ჯანდაცვის სისტემები და სამართალდამცველი ორგანოები უნდა იყვნენ ძალიან აქტიურები და ქმედითები,” - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები