03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
საყდრისზე პროკურატურაში კიდევ ორი საჩივარი შედის

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც უკვე წლებია იბრძვის საყდრისის გადარჩენისთვის და საინიციატივო ჯგუფის წევრები პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ.

ისინი საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე მიმდინარე სამუშაოებს გააპროტესტებენ და ყველა იმ პირის სამართლებრივ დასჯას მოითხოვენ, რომელმაც საბადოს ძეგლის სტატუსი მოუხსნა და უშუალოდ მონაწილებდა მის განადგურებაში.

„ამ სამართლებრივი ბრძოლით ჩვენ ვიცავთ უვნებლად დარჩენილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ტაძრებს აფეთქებისგან, განადგურებისგან. კატეგორიულად მოვითხოვთ ჩვენი ორი განაცხადებით ყველა იმ დამნაშავის დასჯას, რომელმაც გასცა ბრძანება, ვინც დაჯდა ბულდოზერზე, რომელმაც ასაფეთქებელი მასალა ჩაალაგა მაღაროში,” - განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის ადვოკატის განმარტებით, საქმეში იკვეთება თანამდებობის პირთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება.

„შეგნებულად მოხდა კულტურული ძეგლის განადგურება დაინტერესების შედეგად, ანუ ადგილი აქვს თანამდებობის პირების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას და ამ მხრივ დანაშაული აშკარაა, იმიტომ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაარ შესრულდა,” - განმარტა საინიციატივო ჯგუფის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები