03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
საია-ს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტს თხოვნით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივით გამოდის შეიქმნას საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, რამდენად კანონიერად მოეხსნა საბადოს ძეგლის სტატუსი და რამდენად კანონიერად განახლდა იქ მასშტაბური სამუშაოები.

ამ მოთხოვნით საია პეტიციას საკანონმდებლო ორგანოს მომდევნო კვირას გადაუგზავნის. მანამდე კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასზე ხელმოწერა. უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე პროკურატურა უკვე მუშაობს და ორი პარალელური გამოძიების წარმართვა არ შეიძლება, თუმცა ადასტურებენ, რომ საკითხზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები