03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ბიუჯეტის კრიტიკის მიზეზებს ხსნის

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ წარმომადგენელი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ თბილისის მერი უუნაროა.

საკუთარი პოზიციის არგუმენტად ის დედაქალაქის ბიუჯეტს ასახელებს და აცხადებს, რომ მასში გაწერილია ყველა ის პროექტი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა, რაც  მერის უუნარობაზე მეტყველებს.  

ოპონენტების კრიტიკას თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია, პასუხობს და აცხადებს, რომ  „მსგავსი ჩაშლილი პროგრამული ბიუჯეტი საკრებულოს აქამდე არასდროს არ მიუღია. როგორც სამუშია აღნიშნავს, დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს 20 ახალი პროგრამა ემატება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც რამდენიმე საათში დასამტკიცებლად დავით ნარმანია წარადგენს, დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები