03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
"ნუ გვისმენთ!" - აქცია თბილისში [ფოტო]

ამ წუთებში თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, ასევე მოქალაქეები მოსმენების შესახებ კანონს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონი მოქალაქეებს  უკანონო მოსმენებისგან არ იცავს.

„ნუ გვისმენთ!” - ამ შეძახილებით აქცია თბილისის საკანონმდებლო ორგანოსთან დაიწყო და მსვლელობით ოპერისა და ბალეტის თეატრისკენ გადაადგილდებიან.  

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და მოსმენების კანონს გაასაჩივრებენ. პარალელურ რეჟიმში კი ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

 

დღის ამბები