03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი და ფრონტის წინა ხაზზე გადაღებული ფოტოები

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაცია "რუსთავი2"-ს "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, დაუდასტურა.

ალექსანდრე გრიგოლაშავილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 

სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება გუშინ მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. 

 

რუსთავი ორი გთავაზობთ, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ფრონტის წინა ხაზზე გადაღებულ ფოტომასალა

ამავე თემაზე
დღის ამბები