03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
პრეზიდენტი საყდრისის გარშემო მიმდინარე პროცესებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს

საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში პრეზიდენტი და პარლამენტიც ერთვება. დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის პოზიცია. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც დაუშვებლად მიიჩნევს მაღაროზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოებას. საპარლამენტო ოპოზიცია კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ახალგაზრდა იურისტებმა კულტურის სამინისტროში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს. კულტურის სამინისტრო დუმს.

დღესვე პარალელურად გაიმართა აქციები კაზრეთში, სადაც საკუთარი პოზიცია “RMG გოლდის” თანამშრომლებმა დააფიქსირეს. ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოების შეჩერება საყდრისში დაუშვებელია, რადგან ადგილობრივები სამუშაო ადგილების გარეშე რჩებიან.

თბილისში კი საყდრისის მცველებმა და სტუდენტებმა საპირისპირო მოთხოვნით ჯერ მსვლელობა მოაწყვეს, საბოლოოდ კი კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები