03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
მაიდანზე დღეს უკრაინაში დაღუპულ ქართველთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება

კიევში დღეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან, ალექსანდრე გრიგოლაშვილთან, გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია მაიდანზე, შუადღისას არის დაგეგმილი.

როგორც "რუსთავი2"- თან ინტერვიუში უკრაინაში მყოფმა მისმა თანამებრძოლმა, "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, განაცხადა, გრიგოლაშვილს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ. ასევე გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად მისი უკრაინელი თანამებრძოლები.  

უკრაინაში საქართველოს ელჩი, მიხეილ უკლება, კი ამბობს, რომ ჩმოსვენების და დაკრძალვის ყველა ხარჯებს ხელისუფლება თავის თავზე  იღებს. 

შეგახსნებთ, რომ  ალექსანდრე გრიგოლაშვილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 

სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება გუშინ მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები