03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
პროტესტი ოზურგეთში

ქალაქ ოზურგეთში, ყოფილ ცენტრალურ საავადმყოფოს შენობებში შესახლებული ოჯახები ქალაქის მერიისაგან შუქის და წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ.

ისინი ყოფილ საავადმყოფოს შენობასთან შეიკრიბნენ. საავადმყოფოს შენობებში, უკვე რვა თვეა, უსახლკაროდ დარჩენილი ასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მისი თქმით, დღეს ოზურგეთს "უუნარო ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც არ შეუძლია საქმის კეთება".

"მე ვაიძულებ მათ, მოუგვაროს ამ ხალხს ეს პრობლემა, რომ ახალ წელს მაინც არ შეხვდნენ პრობლემებით," - ამბობს დავით მჟავანაძე. 

დღის ამბები