03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი უკრაინის მოქალაქეობას ითხოვდა

რუსულ-უკრაინულ ომში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ითხოვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ბატალიონი "აიდარი" ავრცელებს, რომლის შემადგენლობაშიც ირიცხებოდა ალექსანდრე გრიგოლაშვილი.

ამ ინფორმაციის თანახმად, მან უკრაინის ხელისუფლებას მოქალაქეობის მიღების თხოვნით გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მიმართა. "აიდარის" ინფორმაციით, მას უკრაინის მოქალაქეობის თხოვნის წერილი 18 დეკემბერს დაწერა. 19 დეკემბერს კი პრორუსმა სეპარატისტებმა მოკლეს.      

 

"ჩუჟოი" (ალექსანდრე გრიგოლაშვილის შერქმეული სახელი) სულაც არ ყოფილა ჩვენთვის უცხო. სიკვდილამდე  ერთი დღით ადრე მან დაწერა განცხადება და უკრაინის მოქალაქეობა მოითხოვა," - ნათქვამია "აიდარის" განცხადებაში.

ამასთან, აქ ისიც არის აღნიშნული, რომ ქალაქ შასტიესთან მომხდარი თავდასხმისას ალექსანდრე გრიგოლაშვილთან ერთად გარდაიცვალა უკრაინელი მებრძოლი სერგეი ოვშარენკო და კიდევ სამი მებრძოლი დაიჭრა, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ქალაქ ხარკოვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი 1982 წელს იყო დაბადებული.       

ამავე თემაზე
დღის ამბები