03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
მეიდანზე ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამგლოვიარო პანაშვიდი მიმდინარეობს

კიევში, მეიდანზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დაიწო.

სამგლოვიარო პანაშვიდი ჯერ ლუგანსკის ოლქში გაიმართა, სადაც გრიგოლაშვილს თანამებრძოლები გამოემშვიდობნენ. თბილისის დროით 14 საათზე ცხედარი კიევში გადაასვენეს და ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მეიდანზე მიმდინარეობს.

ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამგლოვიარო პანაშვიდს უკრაინის რიგით მოქალაქეებთან ერთად  უკრაინის შეირაღებული ძალების წარმომადგნელები და უკრაინაში მცხოვრები ქართველები ესწრებიან.

მეიდანზე მიიტანეს ქართული ეროვნული დროშები.  უკრაინის სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. პროცესს ასობით ადამიანი  ესწრება.

 

 

 

"რუსთავი2" გთავაზობთ მეიდნიდან  ექსკლუზიურ ფოტორეპორტაჟს, რომელიც კიევიდან გადმოგვიგზავნეს.      

ამავე თემაზე
დღის ამბები